უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 169 დაშავდა

“24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, უკვე 57 უკრაინის მოქალაქეა დაღუპული, ხოლო დაჭრილი 169 ადამიანია”, – ამის შესახებ, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო იუწყება. 

საომარი ვითარების შემოღების პარალელურად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ  საავადმყოფოები თავისუფალი იყოს ჯარისკაცებისთვის, რადგან ექიმებმა მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა შეძლონ.

მინისტრ ლიაშკოს განცხადებით, სამედიცინო სექტორი, მათ შორის კერძო კლინიკები, სრულად მობილიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები