შევჩუკი: “ეს ომი მხოლოდ ფსიქოპათებს სჭირდებათ… ვგულისხმობ “ჩვენებს”, კრემლიდან”

“დღეს რეპეტიციაზე მუსიკოსები შევიკრიბეთ, ყველა შოკშია. ეს არის დარტყმა…სრული სისულელეა, სათქმელიც არაფერია. საუბარიც კი მიჭირს”, – ამის შესახებ იური შევჩუკმა BBC-ს განუცხადა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

“ეს ომი მხოლოდ ფსიქოპათებს სჭირდებათ, რომლებიც ჭკუიდან არიან გადასულები, ვგულისხმობ “ჩვენებს”, კრემლიდან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ფეოდალური აზროვნება აქვთ.

​ახლა ვფიქრობ, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს, საზოგადოებას? სულ მალე გასტროლები გვაქვს დაგეგმილი და აი, ვფიქრობთ, წავიდეთ – არ წავიდეთ…რომ წავიდეთ, რისი შესრულება შეგვიძლია?

​ერთის მხრივ, ვფიქრობთ, გადავდოთ დაგეგმილი კონცერტები და მეორეს მხრივ, იქნებ ჯობია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ამ ყველაფერზე პირიქით, ღიად ვისაუბროთ? გაინტერესებთ, ვუფრთხივარ თუ არა? ადამიანმა უნდა გააკეთო, ის რაც უნდა გააკეთო და რაც იქნება, იქნება”, – განაცხადა შევჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები