“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს

“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. მხარდაჭერის ნიშნად უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინის დროშებია გადმოფენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც ახლა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენი მხარდაჭერის ნიშნად, უნივერსიტეტის შენობაზე ქართულთან ერთად უკრაინული დროშა ფრიალებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ჩვენს სტუდენტებს უკრაინიდან, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს უკრაინაში. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც აგრესორი ახორციელებს. გამძლეობას და გამარჯვებას გისურვებთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დღეს დილიდან დაიწყო. აფეთქებების ხმა უკრაინის ქალაქებში ამ დრომდე ისმის, არის მსხვერპლი. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინელი სამხედროები აგრესორს ყველა რეგიონში ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ, – აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები