რუსეთის აგრესიისა და შეჭრის ფონზე, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები სრულად შეწყდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.