რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, ხვალ NATO-ს საგანგებო სამიტი ჩაინიშნა, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ჩვენ ვიდექით ერთად მაშინ, როდესაც ვხედავდით საფრთხეებს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და ახლაც ვდგავართ ერთად, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას და ჩვენ, ბუნებრივია, გვჭირდება შესაბამისი პასუხები ამ ყველაფერთან დაკავშირებით,” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.