რუსულმა სამხედრო ძალამ კიევის ოლქის სახელმწიფო საზღვარი გაარღვია

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.

“მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასა და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, კიევის ოლქი ბელარუსს ესაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდანაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები