ანრი ოხანაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსს და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს, აარონ რუპერტს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

„ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული საკითხების პარლამენტში ინიცირებას და საინტერესო იყო, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მათი რჩევების და მოსაზრებების მოსმენა. ასევე, გავცვალეთ პოზიციები „სისხლის სამართლის კოდექსში” განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შემდგომ გეგმებზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები