“როგორია რუსეთის ტაქტიკა და რას ისახავს მიზნად?” – ექსპერტის პროგნოზი
“როგორია რუსეთის ტაქტიკა და რას ისახავს მიზნად?”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახმელეთო გზის გაჭრა ყირიმსა და დნესტრისპირეთთან – შესაბამისად, ყველაზე მაღალი რისკის ზონაა ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი.
“ჩემი აზრით, მათი ამოცანა არ არის მთელი უკრაინის ოკუპაცია. მათ ესმით, რომ სადაც შეხვდებიან სერიოზულ სამოქალაქო (და არა სამხედრო) წინააღმდეგობას, იქ კონტროლს ვერ დაამყარებენ. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ე.წ. равведка боем. სადაც შეძლებენ ადგილობრივი ხელისუფლებების გადაბირებას, ან ახლის ფორმირებას, იქ შევლენ.
მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახმელეთო გზის გაჭრა ყირიმთან და დნესტრისპირეთთან. შესაბამისად, ყველაზე მაღალი რისკის ზონაა ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი.
თუ მოახერხეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განადგურება, გრძელვადიან პერიოდში უკვე უკრაინის ხელისუფლებაში მოიყვანენ რომელიმე ოლიგარქს”, – წერს ხუხაშვილი.