ვარშავაში, რუსული კრიზისის გამო, “ბუქარესტის ცხრიანი” შეიკრიბება

ვარშავა 25 თებერვალს “ბუქარესტის ცხრიანს”უმასპინძლებს.

პრეზიდენტები უკრაინის ირგლივ არსებული ვითარების, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია იტყობინება. “ბუქარესტის ცხრიანი” ფორმატი 2014 წელს შეიქმნა, როგორც პოლონეთ-რუმინული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პოზიციების კოორდინაციას და აზრთა გაცვლას უსაფრთხოების სფეროში ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში მდებარე ცხრა ქვეყანას შორის.

ფორმატში პოლონეთის გარდა შედის ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და სლოვაკეთი. დუდას კანცელარიის ინფორმაციით, “ღონისძიებაზე მონაწილეობის მზაობა ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა. ჩეხეთის პრეზიდენტი შეხვედრას დისტანციურად ჩაერთვება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები