რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა “რიგით 101-ე პაკეტი გამოაცხადა, რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე და წარმოადგენს ვაშინგტონის მუდმივ მცდელობას, შეცვალოს რუსეთის კურსი”.
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის წარუმატებლობის მიუხედავად, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად ეჭიდება შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით”.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე, “მტკიცედ დაიცვან საკუთარი ინტერესები”.
“რუსეთმა დაამტკიცა, რომ ყველანაირი სასანქციო საფასურით შეუძლია, მინიმუმამდე შეამციროს ზარალი. მით უმეტეს, სასანქციო ზეწოლას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ “ამერიკის საგარეო პოლიტიკის არსენალში შანტაჟის, დაშინებისა და მუქარის გარდა სხვა საშუალებები აღარ დარჩა. მაგრამ ეს დიდი სახელმწიფოების, პირველ ყოვლისა, რუსეთისა და სხვა ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების წინაღმდეგ არ მუშაობს”.
„ეჭვი არ უნდა იყოს – სანქციებზე იქნება ძლიერი პასუხი. აუცილებელი არ არის, იყოს სიმეტრიული, თუმცა, გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის“ , – ნათქვამია განცხადებაში.