ქუთაისის კულტურის სტრატეგიის EU4Culture-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის და შეფასების ჯგუფი შეიქმნა.
ქუთაისის კულტურის სტრატეგიის EU4Culture-ის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პროექტის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც სურვილი აქვთ იყვნენ სტრატეგიის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.
შეხვედრაზე მონიტორინგის ჯგუფში გაერთიანების მსურველებს გააცნეს მონიტორინგის ჯგუფის წევრების ფუნქციები და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული გეგმები.
“ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობას ვაგრძელებთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, უკვე გვქონდა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ორგანიზაციებთან, კულტურის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან. მათგან მიღებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე დავიწყეთ მუშაობა უშუალოდ სტრატეგიაზე. ამასთანავე, შევქმენით მონიტორინგის ჯგუფიც, რომლის წევრებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.