ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

“ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, დღეს, მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები