“თალიბანი” ძველი რეჟიმის ჯარისგან “დიდ არმიას”ქმნის
ავღანეთის ხელისუფლებაში მოსული “თალიბანი” ძველი რეჟიმის ჯარისგან „დიდი არმიის“ შექმნას შეუდგა. “თალიბანი” ასევე დაკავებულია ძველი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, თვითმფრინავების შეკეთებით.
უქმეებზე ავღანეთის ეროვნული არმიის ორი ყოფილი მაღალი რანგის ოფიცერი თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე დანიშნა.
“ალ ჯაზირას” ინფორმაციით, ორივე სამხედრო პირი ქირურგია.
როგორც ,,თალიბების,, საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელმა, ლატიფულა ჰაკიმმა თქვა, “არმიის რეფორმირებაზე მუშაობა გრძელდება”.
მისი თქმით, “თალიბანი” დაჰპირდა საყოველთაო ამნისტიას ყველას, ვინც ძველ რეჟიმთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და სამხედრო ჩინოვნიკი, 2021 წლის აგვისტოში ქვეყნიდან არის ევაკუირებული.
“თალიბანის” ამნისტიამ კარგად იმუშავა. ის რომ არ გამოგვეცხადებინა, ძალიან ცუდი სიტუაციის მომსწრენი ვიქნებოდით”, – განაცხადა ჰაკიმმა.
“თალიბანში” აცხადებენ, რომ ავღანეთის “დიდი არმია” ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად იქნება ფორმირებული. ამასთან, მისი მასშტაბი არ ზუსტდება.
მთავრობაში მოსვლის შემდეგ, “თალიბებმა” თითქმის 4500 „არასასურველი პირი“ განდევნეს თავიანთი რიგებიდან, ძირითადად ახალწვეულები და ბრალი რიგ დანაშაულში წაუყენეს.
ასევე, ცნობილია, რომ “თალიბანმა” 81 ვერტმფრენის და თვითმფრინავის ნახევარი შეაკეთა.