ოკუპირებული აფხაზეთი დონბასიდან ლტოლვილებს მიიღებს – ლუგანსკსა და დონეცკში ევაკუაციისთვის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთი დონეცკიდან და ლუგანსკიდან ლტოლვილებს ელოდება, რომლებსაც სოხუმში პანსიონატ “აითარაში” განათავსებენ.

პირველ ეტაპზე, ელოდებიან 100-მდე პირს.

დონბასიდან მათი ევაკუაციის მიზნით დღეს, ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრი, ლევ კვიწინია და ე.წ. უწყების თანამშრომლები გაემგზავრნენ.

ე.წ. უწყების კოლონა შედგება ორი ავტობუსისგან, რეანიმობილისა და ერთი თანმხლები მანქანისგან.

დე ფაქტო ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა ყველა საკითხის გულდასმით შესწავლის აუცილებლობაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩამოსული ადამიანების განსახლების, კვების, სამედიცინო და სამომხმარებლო მომსახურების ორგანიზებასთან, ბავშვებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები