შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებას
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
„მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებას.
ეს არის საერთაშორისო სამართლისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა“,- წერს ლინდე.