პოლონეთის პრემიერი: რუსეთის ნაბიჯს ცალსახა პასუხი და დაუყოვნებლივი სანქციები უნდა მოჰყვეს
რუსეთის მიერ ორი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ აღიარება დიალოგის უარყოფისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევის ტოლფასია, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.
„ეს არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტი, რომელსაც ცალსახა პასუხი და დაუყოვნებლივი სანქციები უნდა მოჰყვეს.
ეს ერთადერი ენაა, რომელიც პუტინს ესმის. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ ამ საკითხის განსახილველად“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.
1/2 Recognition of two self-proclaimed 'republics' amounts to rejection of dialogue and blatant violation of international law. It is an act of aggression against Ukraine that must be met with unequivocal response & immediate sanctions. It is the only language Putin understands.
— Mateusz Morawiecki (@MorawieckiM) February 21, 2022