ემანუელ მაკრონი გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ.
„აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას.
მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
En reconnaissant les régions séparatistes de l'est de l'Ukraine, la Russie viole ses engagements et porte atteinte à la souveraineté de l'Ukraine. Je condamne cette décision. J’ai demandé une réunion d'urgence du Conseil de sécurité des Nations unies et des sanctions européennes.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) February 21, 2022