დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.
„დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს არის სუვერენულობისა და ტრიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამასთან მინსკის შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.