დევი ტაბიძე: “ომიკრონმა” თამაშის სხვა წესი შემოგვთავაზა
“ომიკრონმა” შემოგვთავაზა თამაშის სხვა წესი, რასაც ჰქვია ბინაზე მკურნალობა”, – ამის შესახებ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე აცხადებს.
მისივე თქმით, გადატვირთული რეანიმაციები კორონავირუსის ძველ შტამებს უკავშირდება.
“ომიკრონი” აბსოლუტურად სულ სხვა შტამია და რეალურად შეგვიძლია, ვთქვათ – უნდა დაველოდოთ იმ სიტუაციას, რომ “ომიკრონმა” თვითონ შექმნას პოპულაციური იმუნიტეტი. “ომიკრონმა” შემოგვთავაზა თამაშის სხვა წესი, რასაც ჰქვია ბინაზე მკურნალობა, რასაც ჰქვია დატვირთვა კოვიდ-სასტუმროებში. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ისინი კვლავ რჩებიან კლინიკებში და რეანიმაციებში პრობლემაა მაინც ადგილების. გადატვირთული რეანიმაციები ძველ შტამებს უკავშირდება”, – განაცხადა ტაბიძემ.