21-22 თებერვალს, კარლ ჰარცელი კახეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს

21-22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ეწვევა.

“21 თებერვალს, ელჩი ჰარცელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) პროექტებს ეწვევა, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა. კარლ ჰარცელი და მზია გიორგობიანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდებიან, ასევე მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს. დღის ბოლოს კი, ელჩი და მინისტრის მოადგილე გურჯაანის ტექნოპარკში ბიზნესისთვის არსებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები