დევნილთა სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ბორჯომში ობიექტის ჩამონგრევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
ტვ ,,პირველის” ეთერით დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ერთ-ერთი ობიექტი ჩამოინგრა, რასაც არასრულწლოვანის დაშავება მოჰყვა, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ,რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ყოფილ სანატორიუმ ,,ბორჯომში” მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებმაც არ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია და განმარტეს,რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ამ შინაასრის დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მედია საშუალებებს გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.