სტოლტენბერგი: სამხედრო დანაყოფები უკრაინის საზღვართან ევროპას საფრთხეს უქმნის

NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარის მატება დონბასთან მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის.

ამასთანავე, სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთი, შესაძლოა, ახლა უკრაინაში გაფრთხილების გარეშე შეიჭრას.

მისი თქმით, რუსი ჯარისკაცების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან მკვეთრად აღემატება იმ აუცილებელ რიცხვს, რომელიც წვრთნებისთვის არის საჭირო.

„არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ჩვენ ახლა ევროპაში შეიარაღებული ძალების  ყველაზე დიდ კონცენტრაციას ვხედავთ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები