ბაიდენი რუსული ბირთვული იარაღის შესახებ განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ მან 18 თებერვალს ბრიფინგზე ისაუბრა.
„მე არ ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი აზრით, პუტინს სამხედრო მანევრებით სურს „დაუმტკიცოს სამყაროს, რომ მას შეუძლია, შეცვალოს დინამიკა ევროპაში“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 თებერვალს რუსეთში ბალისტიკური რაკეტებით, პუტინის ხელმძღვანელობით წვრთნები ჩატარდება. ამასთან, კრემლში აცხადებენ, რომ მანევრები – რეგულარული პროცესია.