“უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „ლიდერებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ ვიდეოები ორი დღით ადრე ჩაწერეს”

სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის დენის პუშილინისა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის 18 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ საუბრობენ, ორი დღით ადრე – 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ამის შესახებ ინფორმაციას  Bellingcat-ის წარმომადგენელი არიკ ტოლერი ავრცელებს.

„პასეჩნიკმა ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა, თუმცა მეტამონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ფაილი 16 თებერვალსაა შექმნილი. პუშილინის ვიდეომიმართვა ასევე 16 თებერვალსაა ჩაწერილი“. – წერს არიკ ტოლერი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერებმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები