მიმაჩნია, რომ ომი არ იქნება – ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომი არ იქნება, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. ამის შესახებ გაერო-ს გენმდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მე ამ დრომდე მიმაჩნია, რომ ეს ომი არ იქნება, მაგრამ რომ მომხდარიყო, ეს კატასტროფა იქნებოდა“ – აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, დიდი ხანია საჭიროა სერიოზული დეესკალაცია. მან ყველას მოუწოდა ამისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართონ.

გუტერეშმა ყველას მოუწოდა, ასევე, მაქსიმალურად თავშეკავებულები იყვნენ რიტორიკაში და „ცეცხლზე ნავთი არ დაუმატონ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები