“ეს არის რუსული და არა უკრაინის კრიზისი” – გერმანიის პირველი დიპლომატი მოწოდებით გამოდის, ტერმინების გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უარი უნდა ითქვას ტერმინზე – „უკრაინის კრიზისი“. მისი თქმით, ეს არის “რუსეთის კრიზისი”.

ამის შესახებ მან მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა.

„მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის შუაგულში ახალი ომი მწიფდება. რუსეთმა შექმნა მიუღებელი საფრთხე არა მარტო უკრაინისთვის, არამედ – ყველა ჩვენგანისთვის, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ამიტომ, ეს კრიზისი არ არის “უკრაინის კრიზისი”, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განმარტების დროს. ეს არის “რუსული კრიზისი”. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები”, – ხაზგასმით აღნიშნა ბურბოკმა.

როგორც მან დასძინა, კრემლიდან უკვე იყო სიგნალები, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ახლა გვსურს, მოქმედებაც დავინახოთ, რადგან საფრთხე რეალური რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები