პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე კენჭის საყრელი და განსახილველი საკითხი დაემატა.

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პლენარულ სხდომაზე, ასევე, დაჩქარებული წესით იქნება განხილული „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილება. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები