რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს არა მარტო უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული, არამედ – სასოწარკვეთილი ოპოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიცია დაცლილია საქმიანი დღის წესრიგისგან და ის სასოწარკვეთილია. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა შალვა ნათელაშვილის მოწოდების, რომ ქუჩაში საპროტესტო გამოსვლების დროა, საპასუხოდ გააკეთა.

“სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არა მარტო უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული, არამედ – სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელიც დაცლილია ყოველგვარი საქმიანი დღის წესრიგისგან. ახლაც მოხდა მათი ლუსტრაცია, არა მარტო სახის, არამედ პოტენციალის, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ და ისიც არასდროს გამოსდით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სადეპუტატო მანდატის დაკარგვის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქუჩის პროტესტის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და საპარლამენტო ოპოზიციას მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები