აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ვადებზე ახალი განცხადება გაკეთდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა რუსეთის შეჭრა უკრაინაში მიმდინარე კვირის განმავლობაში.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, ბრიფინგის სტენოგრამაში.
ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩამოაყალიბა ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად. ამ კონტექსტში, მან გაიხსენა 100000-იანი რუსული არმია საზღვართან, ასევე, სამხედრო წვრთნები მეზობელ ბელორუსში.
„ამ კვირაში აგრესიის აქტის დაწყება სავსებით შესაძლებელია, თუ გადავხედავთ, რა ხდება რუსული ჯარების განლაგებით უკრაინის გარშემო მდებარე რაიონებში“, – თქვა ბლინკენმა.
დიპლომატმა ასევე უპასუხა კითხვას ჯო ბაიდენის კიევში შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაც ამერიკის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა.
„პრეზიდენტი ბაიდენი ახლა ძალიან დაკავებულია დიპლომატიური საქმიანობით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.