საფრანგეთში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია, გავიდეს “მინსკის შეთანხმებიდან”

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მმართველი პარტიის – “წინ, რესპუბლიკა!” დეპუტატი, ვალერი ფორ-მუნტიანი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია მინსკის შეთანხმებიდან გასვლა, თუ მას ის არ აწყობს.

ამის შესახებ მან Eurointegration-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“ნორმანდიული ფორმატი იკრიბება მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულების შესათანხმებლად. მაგრამ არის პრობლემა. უკრაინა ამბობს, რომ მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ აწყობს”, – განაცხადა ფორე-მუნტეანმა.

დეპუტატის თქმით, „ამ სიტუაციის გაჭიანურება და გაგრძელება არ გამოიწვევს რაიმე კარგს“.

“დიახ, პუტინიც მიჩვეულია ამის უკან დამალვას. დონბასში ომი საშუალებას აძლევს რუსეთს, პრაქტიკულად, დაუსჯელად, განახორციელოს სამხედრო ოპერაციები უკრაინის საზღვარზე”, – მიიჩნევს დეპუტატი.

მისი აზრით, ახლა მხარეები “უბრალოდ, დროს კარგავენ”.

„ბოლოს და ბოლოს, ზელენსკის, როგორც ახალ პრეზიდენტს, არჩევის შემდეგ დაუყოვნებლივ შეეძლო, გამოეცხადებინა, რომ სურს “მინსკის” დაშლა და რაღაც ახალზე ხელი მოეწერა. მაგალითად, იმიტომ, რომ ქვეყანა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ არა, ის ნორმანდიის ფორმატში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. რა აზრი ჰქონდა ამას? ახლა კი გვესმის, რომ უკრაინას არ სურს მათი შესრულება. შედეგად, უკრაინის იმიჯი და უკრაინის სანდოობა დაზარალდება“, – განაცხადა ფორ-მუნტეანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები