პუტინი: ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მოსახლეობას – დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მოწოდებას დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრისას დეპუტატები „საკუთარი ამომრჩევლების აზრით“ ხელმძღვანელობდნენ.

„პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დონბასის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამოსავალი წერტილი მინსკის შეთანხმებების ბოლომდე არარეალიზებული შესაძლებლობები იყოს. ნათელია, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მოსახლეობას, მხარს უჭერს მას და იმედი აქვს, რომ იქ არსებული სიტუაცია ხალხის სასიკეთოდ შეიცვლება“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მინსკის შეთანხმებებს დაარღვევს და „პოლიტიკურ კატასტროფას“ გამოიწვევს. რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები