“აღმოსავლეთით ნატო-ს გაძლიერება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში” – სტოლტენბერგი

აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაძლიერება დამოკიდებული იქნება უკრაინის ირგვლივ სიტუაციის განვითარებაზე, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ბლოკის მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ,  განიხილავს თუ არა ნატო აღმოსავლეთისკენ გაძლიერებას, უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის შემცირების შემთხვევაშიც? სტოლტენბერგმა თქვა, “ამას გადავწყვეტთ”.

„ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში ვხედავდით ნატო-ს ყოფნის გაძლიერება, რადგან უკრაინის ირგვლივ ახალი გამოწვევის წინაშე დავდექით. ჩვენ გადავწყვეტთ, შევინარჩუნოთ თუ არა ასეთი ყოფნა იმის მიხედვით, თუ რა მოხდება უკრაინაში. ჯერ ნაადრევია პროგნოზების გაკეთება, რადგან, ჯერჯერობით, არ გვინახავს დეესკალაცია რუსეთის მხრიდან“, – თქვა მან.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 16-17 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები