სტოლტენბერგი: ნატო ჯერ ვერ ხედავს დეესკალაციას უკრაინის გარშემო

ნატო ჯერ ვერ ხედავს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან დეესკალაციას“, მაგრამ გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბლოკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

ალიანსის მინისტერიალი 16-17 თებერვალს გაიმართება.

”ჩვენ ჯერ არ გვინახავს ადგილზე დეესკალაცია ან რუსული სამხედრო ყოფნის შემცირება უკრაინის საზღვრებთან. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციისა და რუსეთის ქმედებების მონიტორინგს”, – თქვა მან.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთის და ჩრდილოეთ ოლქების ჯარები დეესკალაციის ადგილს უბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები