“ევროპის უნივერსიტეტში” ონლაინ ზამთრის სკოლის მეორე გამოშვების გახსნის ცერემონია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” ონლაინ ზამთრის სკოლის – “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი” (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) მეორე გამოშვების გახსნის ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზამთრის სკოლა „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა. ნინო ტალიაშვილის განცხადებით, “ევროპის უნივერსიტეტი” საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ერთვება მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელებაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.