დღეს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევენ
დღეს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს.
ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, მმართველ პარტიას არჩევანის გაკეთება გაუჭირდა, თუმცა გადაწყდა, რომ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარლო კაციტაძეს დაუჭერენ მხარს.
ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭერს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.