24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 396 ადამიანი აიცრა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 396-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 772 264 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 438 353 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 226 619, გარდაიცვალა 15 516 პაციენტი.