მოემზადე ვალენტინობისთვის Extra-თან ერთად

ახლოვდება ვალენტინობა და იწყება ფიქრი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების შერჩევაზე. ეს არის ყველაზე დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო პროცესი, როდესაც ფიქრობ, რა აჩუქო ისეთი, რაც მის აღფრთოვანებას გამოიწვევს.

თავში უამრავი იდეა გიტრიალებს და არ იცი, რომელზე შეაჩერო არჩევანი. ყველაზე დიდ ინტერნეტ მაღაზია Extra.ge-ზე ვალენტინობის საჩუქრების ფართო არჩევანია. მოგეხსენებათ, ექსტრა ყველაფრის მაღაზიაა, ამიტომ უამრავი, სხვადასხვა ტიპის პროდუქტია წარმოდგენილი და შეიძლება მის ასორტიმენტში ისეთი მაგარი საჩუქრის იდეა მოგივიდეს თავში, აქამდე რომ სულ არ გიფიქრია.

იმისთვის, რომ ძებნა გაგიმარტივდეთ ექსტრამ, სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და სასაჩუქრე ნაკრებები ერთ კატეგორიაში მოაქცია. საჩუქრის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერი ბიუჯეტით, რადგან ექსტრაზე განთავსებული ნივთები სხვადასხვა საფასო კატეგორიისა და არ უქმნის უხერხულობას მომხმარებელს. მთავარია სურვილი, თორემ ექსტრა ყველანაირად „გეხმარებათ“ იმაში, რომ მცირე ბიუჯეტითაც გაახაროთ ადამიანები და გაულამაზოთ ვალენტინობა. რასაკვირველია, საიტზე წარმოდგენილია საჩუქრები როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. თავის მოვლის საშუალებები ყოველთვის კარგი საჩუქარია მანდილოსნისთვის, ამ ტიპის სასაჩუქრე ნაკრებებს მრავლად აღმოაჩენთ ექსტრაზე, გარდა ამისა, ჩანთები, აქსესუარები, საოჯახო ნივთები, ფოტოაპარატები სასიამოვნო მომენტების აღსაბეჭდად, მობილურები – უწყვეტი კავშირისთვის, ტაბლეტები, აიპადები – ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეარჩიოთ საიტზე. ამბობენ, რომ გოგონებისთვის საჩუქრის შერჩევა უფრო მარტივია, ვიდრე მამაკაცებისთვის, თუმცა საიტზე იმდენი კარგი პროდუქტია კაცებისთვის, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, მაგალითად, ასეთია საათი – ნივთი, რომელიც ზედმეტი არასდროს არ არის. ნამდვილი ტყავის საფულე, ქამარი, წვერის მოვლის საშუალებები, სამგზავრო ჩანთა დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, მაგიდის სანათი – ბევრ საქმეში ჩაფლულს, რომ მაინც თქვენ ახსენდებოდეთ და კიდევ მრავალი.

მოკლედ რაც გაგიხარდებათ, რაც გაგახსენდებათ და რასაც ვერც კი წარმოიდგენდით თუ ინტერნეტ სივრცეში იპოვიდით – ყველაფერია ექსტრას ონლაინ შოპზე, ჰოდა, დრო არ დაკარგოთ და ჩაუჯექით Extra.ge-ს. აირიდეთ თავიდან საცობები, რიგები, მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი და იშოპინგეთ ექსტრაზე მშვიდად და მარტივად 24 საათის განმავლობაში. კითხვების არსებობის შემთხვევაში, ექსტრას ონლაინ კონსულტანტი დაგაკვალიანებთ ნებისმიერ საკითხზე და რაც მთავარია, შენაძენს ექსტრას კურიერები მოგიტანენ მთელი საქართველოს მასშტაბით. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ რეგიონში ხარ, ექსტრა ყველგან მოვა, სადაც გაგიხარდებათ, დათქმულ დროში, დაგვიანების გარეშე. გიყვარდეთ ერთმანეთი და ექსტრა საჩუქრების იდეებს არ მოგაკლებთ.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები