ალუდა ღუდუშაური: როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როცა პირდაპირ გვესმის, რომ მათი ქოლგის თუ საფარქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ არის ხელისუფლებაში

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფართო კონსენსუსი სჭირდება და როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როცა პირდაპირ გვესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის თუ საფარქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ არის ხელისუფლებაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი დესტრუქციულია და მათთან ქვეყნის ინტერესებზე საუბარი წარმოუდგენელია.

“ტექნიკურად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმდენი მანდატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს, შესაბამისად, ამას სჭირდება კონსენსუსი და როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, როცა პირდაპირ გვესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის თუ საფარქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ არის ხელისუფლებაში, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ მათთან საუბარი პრაგმატულ ნაბიჯებზე, ქვეყნის ინტერესებზე?! “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომლის დღის წესრიგი არის მხოლოდ რევანშისტულად მოსვლა ხელისუფლებაში და გაგრძელება დაწყებული საქმის, რაც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, მოქალაქეების წამებას, სიცოცხლის მოსპობას, ბიზნესის დარეკეტებას და ა.შ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ არც ქვეყნის განვითარებასთან, არც დემოკრატიულ პრინციპებთან და ბუნებრივია, მათთან რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები