დევი ტაბიძე: ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ადამიანებს გადაარჩენს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ადამიანს რეანიმაციაში მოხვედრისგან გადაარჩენს.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია რიცხობრივი მაჩვენებლებით, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ადამიანებს რეანიმაციული ღონისძიებებისგან, გართულებისა და დამძიმებისგან გადაარჩენს, განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზები. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არ შევასრულოთ და დავარღვიოთ არსებული რეკომენდაციები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 19 968 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 23 675 და გარდაიცვალა 55 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები