ირაკლი ზარქუა: პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, პენსია სხვა ბანკშიც აიღონ

“ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც”, – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან განაცხადა, რომ პენსიონერების საკითხი განსაკუთრებული მზრუნველობის არის.

„დაახლოებით, 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ჩემი გუნდი და, მათ შორის, ოპოზიციაც იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო. დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებში არის ეს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. ეს პოპულიზმი მაინც ვერ მოიშალა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა, გადარიცხვა, მათ შორის ოვარდრაფტის ნაწილშიც ესეც 26 პროცენტის ფარგლებში იქნება. ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია, განცხადება დაწეროს ლიბერთი ბანკში და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. მადლობა მინდა, ვუთხრა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კომისიას.

პენსიონერების თემა არის განსაკუთრებული მზრუნველობის თემა ჩვენთვის. გვახსოვს სააკაშვილის დროს 100%-ში გასცემდნენ სესხს, 2009 წლიდან და შემდეგ ჩვენი ხელმძღვანელობის დროს, შევამცირეთ. ასე იქცევა ხელისუფლება. მადლობა ოპოზიციას, ძალიან კარგად იმუშავეს ასევე ბატონმა ელისაშვილმა და იოსელიანმა. ძალიან კონსტრუქციულები და თანმიმდევრულები იყვნენ. კონკურსის პირობები, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ კვირაში გამოცხადდება და შემდეგ გამარჯვებულს რომ შევარჩევთ, ახალი გამარჯვებული კომპანია იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები