რუსთავის მერი გერმანიის ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის და გერმანიის ელჩის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსთავის მერმა ელჩთან დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინო ლაცაბიძემ ჰუბერტ ქნირშს, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

გერმანიის ელჩის ვიზიტისას, საუბარი რუსთავში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. როგორც ნინო ლაცაბიძემ ელჩთან საუბარში განაცხადა, მუნიციპალიტეტი მმართველობის ის რგოლია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მასში ნაკლები პოლიტიკა უნდა იყოს და მეტი საქმე.

ნინო ლაცაბიძემ ჰუბერტ ქნირშს, მუნიციპალური სერვისების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები