ჩეხეთი პირველი მარტიდან თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვას აუქმებს
ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების უმეტესობა უქმდება. ამასთან, უკვე 18 თებერვლდან კვების ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებში კოვიდსერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.
„1-ელი მარტიდან ძალიან მცირე შემაკავებელი ზომები იარსებებს, პრაქტიკულად, მხოლოდ დამცავი ნიღბების ტარება დარჩება“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პეტრე ფიალამ.
მისივე თქმით, პანდემიის განვითარება ექსპერტების პროგნოზებს აკმაყოფილებს და ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა თანდათან მცირდება.
”ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ეს ტალღა უკვე უკან დარჩა”, – თქვა ფიალამ.