“კომერსანტი” – ჟირინოვსკი ორი კვირის განმავლობაში მალავდა “ომიკრონით” ინფიცირებას

პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ორი კვირის განმავლობაში მალავდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” ქვეყნის ჯანდაცვის უწყებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ორი კვირის წინ, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა ოფისმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ, ჟირინოვსკიმ პრევენციის მიზნით, კარანტინში გადასვლა გადაწყვიტა და დისტანციურად იმუშავებდა.

პოლიტიკოსის დიაგნოზის შესახებ ვიწრო წრემ იცოდა, მათ შორის იყვნენ: მისი პირადი დაცვა, თანაშემწეები და აპარატის უფროსი.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა დამძმებულია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

2021 წლის დეკემბერში პოლიტიკოსმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსული ვაქცინით 7-ჯერ არის აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები