ლიბიის პრემიერზე თავდასხმა მოხდა

ტრიპოლიში, ლიბიის პრემიერმინისტრ აბდელჰამიდ დბეიბას მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, პრემიერი არ დაშავებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ლიბიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც აბდელჰამიდ დბეიბა სახლში ბრუნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს აბდელჰამიდ დბეიბამ განაცხადა, რომ არ ცნობს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი ხელახალი არჩევის შესახებ. ამ საკითხზე შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.

ლიბიის წარმომადგენელთა პალატა (პარლამენტი) კენჭს უყრის ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურას, აბდელჰამიდ დბეიბამ უკვე თქვა, რომ არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ლიბიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გადაიდო.

გასული წლის დეკემბერში ისინი არ შედგა და, როგორც ჩანს, არც წელს იქნება. მიზეზი აშკარაა – არცერთი დაპირისპირებული ჯგუფი არ აპირებს მათი შედეგების აღიარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები