აშშ-ში, სკოლის ტერიტორიაზე სროლა მოხდა – არიან დაღუპულები

 

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, სკოლის ტერიტორიაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი სკოლის მოსწავლეა.

USA Today-ის ინფორმაციით, კონფლიქტი ავტოსადგომზე მოხდა და ორმხრივ სროლაში გადაიზარდა.

ბაფალოს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევა მაკკინლის საშუალო სკოლაში მოხდა. გაკვეთილის შემდეგ, რამდენიმე ადამიანს შელაპარაკება მოუვიდა, ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და რამდენჯერმე გაისროლა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და FBI მივიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა კონფლიქტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეები. მსროლელი გაიქცა.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები