ადჰანომ გებრეიესუსი – სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ხალხს მოუწოდებს, ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა.
„იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება იფიქროთ, რომ პანდემია თითქმის დასრულდა, ან შეიძლება იფიქროთ, რომ ის ყველაზე ცუდ ეტაპზეა. თუმცა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი განვითარებას განაგრძობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაუცველები. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამ დაავადების პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. როდესაც ადამიანებს აქვთ წვდომა ამ ინსტრუმენტებზე, ეს ვირუსი კონტროლის ქვეშ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.