სენაკის საკრებულომ თავმჯდომარე მე-8 მცდელობითაც ვერ აირჩია

დღეს სენაკის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკრებულომ თავმჯდომარე მე-8 ცდითაც ვერ აირჩია. საკრებულოს 32 წევრიდან სხდომას მხოლოდ 16 წევრი დაესწრო, თუმცა ეს კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ საკითხის გარდა, დღეს დისკუსიის საგანი გიორგი გახარიას პარტიის ერთი წევრისთვის უფლებამოსილების ცნობა იყო.

საკრებულოს აპარატის იურისტმა ოპოზიციას შეახსენა, რომ არასაკმარისი ხმების გამო კვორუმის გამართვა არალეგიტიმური იყო.

მიუხედავად იურისტის მოწოდებისა, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო, ოპოზიციამ პროცესი მაინც გაგრძელა და გახარიას პარტიის ერთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და მის ადგილზე ახალი წევრის დანიშვნას დამოუკიდებლად კენჭი უყარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები