ფაშინიანი: ერევანი მზად არის, ბაქოსთან სარკინიგზო მიმოსვლა განაახლოს

სომხეთი მზად არის, გახსნას არა მხოლოდ სარკინიგზო, არამედ – საავტომობილო კომუნიკაციები აზერბაიჯანთან, – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სამთავრობო საათზე.

„რაც შეეხება საავტომობილო გზებს, ბრიუსელსა და სოჭში შეხვედრების შემდეგ, ჩვენ შევიმუშავეთ წინადადებები და წარვუდგინეთ აზერბაიჯანულ მხარეს, რუს და საერთაშორისო პარტნიორებს. აზერბაიჯანის მხრიდან დადებითი პასუხის შემდეგ, მზად ვართ, განვახორციელოთ საგზაო მარშრუტების მშენებლობისა და აღდგენის პროცესი“, – თქვა ფაშინიანმა.

სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რკინიგზამ უნდა იმუშაოს საერთაშორისო წესების შესაბამისად, ქვეყნების კანონებისა და სუვერენიტეტის ფარგლებში და აუცილებელია რკინიგზის დამაკავშირებელი პარამეტრების შეთანხმება.

„ფაქტობრივად, ეს გახდება საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის გზა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს დე-იურე რაც შეიძლება მალე დავაფიქსიროთ, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და თუ რატიფიცირებაა საჭირო, რატიფიცირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები