რუსული ვაქცინით 7-ჯერ აცრილი ჟირინოვსკი მძიმე მდგომარეობაშია
ჰოსპიტალიზებული, რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც რუსულ მედიას პოლიტიკურ წრეებში წყარომ აცნობა, პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსული მედია წერს, რომ ჟირინოვსკი კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით არის ინფიცირებული.
2021 წლის 15 დეკემბერს ჟირინოვსკიმ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინა “სპუტნიკით” შვიდჯერ აიცრა და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდა.
“აიცერით, მეგობრებო. ადრე Sputnik V-ით ავიცერი და ამჯერად CoviVac-ის ვაქცინა გავიკეთე. ეს არის კლასიკური ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსით, ტექნოლოგია, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. ჯამურად, ეს არის ჩემთვის მეშვიდე ინიექცია, დაწყებული 2020 წლის სექტემბრიდან და მე არასოდეს მქონია კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობ”, – დაწერა ჟირინოვსკიმ.