პოლონეთში ფერმერების აქცია მიმდინარეობს – ბლოკირებულია 50-მდე გზა

პოლონეთში ფერმერთა გაფიცვა გრძელდება, მომიტინგეებმა ქვეყნის მასშტაბით თითქმის 50 გზა გადაკეტეს.

ამის შესახებ Radio Zet იტყობინება.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩუმად არ მოვკვდებით“ და 24 საათამდე გაგრძელდება.

პიკეტები ან დემონსტრაციები ტარდება გზებზე ტრაქტორების გადაადგილებით.

ქვეყნის პოლიტიკური კონსერვატიული მოძრაობა AgroUnia, რომელიც ფერმერებს აერთიანებს, პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის ლიდერმა, მიხალ კოლოძეიჩაკმა განაცხადა, „მთავრობა ვერ უმკლავდება სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას“.

„პოლონეთის სოფლის მეურნეობა კვდება და მთავრობამ ამის შესახებ არ იცის. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ხმამაღლა ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე. არ გვინდა მაღალი ფასები, არ გვინდა – სახელმწიფო ხაზინის კომპანიებმა ფული იშოვონ პოლონელების შრომის ხარჯზე. სასუქები, ენერგია და საწვავი უნდა იყოს თავისუფალი სახელმწიფო კომპანიებისგან. მეტის შოვნა არ გჭირდებათ, საკმარისი ფული გაქვთ”, – განაცხადა კოლოძეიჩაკმა.

როგორც ფერმერებმა განაცხადეს, გზების ბლოკირების მიზეზი საკვები პროდუქტების გაძვირება და ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც პოლონეთის სოფლის მეურნეობას არ იცავს.

როგორც აღინიშნა, პოლონეთის მთავრობა ფერმერებთან საუბარს ჯერ არ აპირებს.

თავის მხრივ, ფერმერები ვარშავაში 23 თებერვალს დიდ პროტესტს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები